24.11.2024 | 20:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
FBI-ის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსმა, სავარაუდოდ, ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, კრისტოფერ ვრეის განცხადებით, ბიუროს მიაჩნია, რომ კოვიდ-19, სავარაუდოდ, ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიაში წარმოიშვა.

"FBI-ის შეფასებით, პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია", - განაცხადა კრისტოფერ ვრეიმ Fox News-თან საუბარში.

მისი თქმით, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს გლობალური პანდემიის წყაროს დადგენა.

ჩინეთი ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ფაქტს უარყოფს და ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.

დღის გადაცემები