28.11.2024 | 04:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
GMP სტანდარტის დაუკმაყოფილებლობის გამო, საქართველოში მოქმედ 38 ფარმაცევტულ საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა

ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ 38 ფარმაცევტულ საწარმოს ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა, მიზეზი კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტის დაუკმაყოფილებლობაა.

ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, GMP სერტიფიკატს ფლობს 2 საწარმო. ერთ კომპანიაში მიმდინარეობს GMP სტანდარტთან შესაბამისობის დადგენა, ერთ კომპანიას კი სერტიფიკატის გაცემაზე უარი ეთქვა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში სავალდებულო გახდა ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტის დანერგვა.

დღის გადაცემები