24.11.2024 | 20:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
GORBI-ს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 69,8% ეთანხმება მთავრობის პოზიციას, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, ხოლო არ ეთანხმება - 27,1%

GORBI-ს კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 69,8% ეთანხმება მთავრობის პოზიციას, არ შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, ხოლო არ ეთანხმება - 27,1%

ტელეკომპანია "იმედი" გორბის კვლევას აქვეყნებს. „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან მისი განცხადებით, ეს სანქციები ვერ დააზარალებდა რუსეთს, თუმცა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქართულ ეკონომიკას და მოსახლეობას. ეთანხმებით თუ არა ამ ნაბიჯს? GORBI-ის მიერ დასმულ ამ შეკითხვაზე შედეგები ასე გადანაწილდა:

ეთანხმება: 69,8%

არ ეთანხმება: 27,1%

არ ვიცი/უარი პასუხზე: 3,1%

ამასთან, „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ეთანხმებით? შედეგები ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 28,9% ეთანხმება; 66,2% არ ეთანხმება; 4,9% ამბობს, რომ არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ" ჩაატარა. 2022 წლის 2 დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს

დღის გადაცემები