დღის სიახლეები
Moderna საკუთარი ვაქცინის გამოცდას 12 წლამდე ბავშვებში იწყებს [ვიდეო]
ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდა დაიწყო. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასების მიზნით კვლევის ფარგლებში აცრას შეერთებულ შტატებსა და კანადაში რეგისტრირებულ 6750 ბავშვს გაუკეთებენ. კიდევ ერთი კვლევის საშუალებით, რომელიც დეკემბერში დაიწყო, Moderna საკუთარი ვაქცინის ეფექტურობას 12-დან 18 წლამდე ასაკის პირებზე ცდის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაქცინის 18 წელს და ზემოთ ასაკის პირებში გადაუდებელი გამოყენების ნებართვა უკვე გასცა.
მსგავსი
დღის გადაცემები