დღის სიახლეები
NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს საკითხიც განიხილება [ვიდეო]
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები დღეს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში იკრიბებიან. სამიტზე აქცენტი რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან, საერთაშორისო წესრიგის ზეწოლაზე, ტერორიზმის საფრთხესა და კიბერთავდასხმებზე გაკეთდება.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის დღის წესრიგში არის საქართველოს საკითხიც. საუბარია ღონისძიების იმ ნაწილზე, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება. როგორც გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენმდივანმა განაცხადა, რომ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება NATO-ს მყარი მხარდაჭერა "ღირებული პარტნიორებისადმი" - საქართველოსა და უკრაინის მიმართ, რომ ალიანსი გააგრძელებს ქვეყნების მხარდაჭერას რეფორმების დანერგვის კუთხით.
მსგავსი
დღის გადაცემები