დღის სიახლეები
Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა
Netflix-სა და ნონა გაფრინდაშვილს შორის დავა შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ Variety წერს. მათივე ინფორმაციით, შეთანხმების პირობები არ გასაჯაროებულა.
ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია Netflix-ს უჩივის და კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. სარჩელში ნათქვამია, რომ სერიალ "ლაზიერის გამბიტში" ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მას არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან, სინამდვილეში იმ დროისთვის გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ კაც მოჭადრაკესთან.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Netflix-მა დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ მოიხსენია იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.
მსგავსი
დღის გადაცემები