დღის სიახლეები
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრას ნორვეგიაში 23 ადამიანი ემსხვერპლა [ვიდეო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრას ნორვეგიაში 23 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანი 80 წელს გადაშორებული იყო. როგორც ნორვეგიის წამლის სააგენტოს დასკვნაშია აღნიშნული, ვაქცინაციის შემდეგ მოხუცებულთა გარდაცვალების მიზეზი მათი თანმდევი დაავადებები გახდა, რამაც ვაქცინის უკუჩვენება გამოიწვია. მომხდარს სააგენტოს წარმომადგენელი სტენაირ მადსენი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, იშვიათ შემთხვევებში იმ ასაკოვან პაციენტებს რომლებსაც სუსტი ჯანმრთელობა აქვთ, ვაქცინაცია რისკებს შეიცავს, ამიტომ მედიკოსებმა მათი აცრისას ინდივიდუალური მიდგომები უნდა გამოიყენონ. მედიკოსის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება იმ ადამიანებს უნდა მიაქციონ, ვისაც გულის უკმარისობა, დემენცია და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქცია აქვთ.
მსგავსი
დღის გადაცემები