24.11.2024 | 20:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
POLITICO: ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც არასამთავრობო ჯგუფებს აიძულებს, გაამჟღავნონ დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ

ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს გაამჟღავნონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა POLITICO აღნიშნავს, დაგეგმილი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ადრეულ ეტაპზეა, ასახავს ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში მოქმედ მსგავს კანონებს. შეერთებულ შტატებში, უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი 1938 წლიდან ავალდებულებს ლობისტებს, რომლებიც მუშაობენ უცხოური მთავრობების სახელით, დარეგისტრირდნენ ფედერალურ მთავრობაში.

ევროკომისიაში ოფიციალური წყაროს ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონის ვეროკავშირისეული ვერსიის სამიზნე ინდივიდები იქნებიან, მაგრამ კანონი აიძულებს როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს გაამჟღავნონ დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ. კანონპროექტმა დასრულებული სახე მაისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს.

გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ კრიტიკოსები კანონპროექტზე მუშაობის დაწყების დროის არჩევანს არასათანადოს უწოდებენ, რადგან ევროკავშირმა აღნიშნულ კანონზე მუშაობა ზუსტად მაშინ გაააქტიურა, როდესაც საქართველოში მსგავსი კანონპროექტის გამო პროტესტი გაჩნდა.

"აშკარად დელიკატური საკითხია. ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრისგან ინფორმაციის შეგროვების ადრეულ ეტაპზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ მიდგომას ვიღებთ", - აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა პირმა.

ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან ევროკომისიის სახელით გაგზავნილი წინასწარი კითხვარის გამო, რომელშიც რესპონდენტებს უკვე სთხოვენ დეტალურად აღწერონ დაფინანსების წყაროები, რომელიც ევროკავშირის გარედან არის მიღებული.

დღის გადაცემები