24.11.2024 | 19:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Politico: "ომის პირველი 9 თვის განმავლობაში ევროკავშირი რუსეთს იმაზე მეტ ფულს უხდიდა, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე, ანალოგიურ პერიოდში"

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მალევე ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, თუმცა მოსკოვისთვის რეალური ზიანის მიყენებას გარკვეული დრო დასჭირდა. როგორც გამოცემა Politico წერს, ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა ნოემბერი გახდა პირველი თვე, როდესაც რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტირებული საქონლის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული იყო.

"მანამდე, ომის პირველი 9 თვის განმავლობაში ევროკავშირი რუსეთს იმაზე მეტ ფულს უხდიდა, ვიდრე კონფლიქტის დაწყებამდე", - წერს გამოცემა და აქვეყნებს ცხრილს, რომელშიც მოცემულია რუსეთიდან საქონლის იმპორტის მაჩვენებლის ცვლილება 2022 წლის თებერვალ-ნოემბერში, 2017-2021 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დღის გადაცემები