24.11.2024 | 20:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Reuters: ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს, თუმცა სავიზო აკრძალვის დაწესების საკითხზე უთანხმოება რჩება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, შეათანხმებენ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას და რუსებს აიძულებენ უფრო მეტ ხანს დაელოდონ და მეტი გადაიხადონ ვიზებისთვის, თუმცა ბლოკი გაყოფილია რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო აკრძალვის დაწესების საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ რუსეთის რიგითი მოქალაქეებისთვის სავიზო აკრძალვის დაწესება კონტრპროდუქტიული იქნება.

"სავიზო გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერება თითქმის გარდაუვალია", - განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ უფრო შორს წასვლა არ არის საჭირო.

„მნიშვნელოვანია, არ დაისაჯონ დისიდენტები, რომლებიც ცდილობენ დატოვონ რუსეთი", - აღნიშნა მან.

22 აგვისტოს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ყველა რუსისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა საუკეთესო იდეა არ არის და ევროკავშირი უფრო შერჩევითი უნდა იყოს.

16 აგვისტოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რათა მათ პასუხისმგებლობა იგრძნონ რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებზე და პუტინი ომის დასრულებისკენ აიძულონ.

დღის გადაცემები