24.11.2024 | 19:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Reuters: "ევროკავშირი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს, რათა სურსათით ვაჭრობა დაუშვას"

ევროკავშირი წამყვანი რუსული ბანკების სახსრების ნაწილს განბლოკავს, რომელიც საჭირო შეიძლება გახდეს სურსათითა და სასუქებით გლობალურ ვაჭრობაში არსებული შეფერხებების შესამსუბუქებლად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირი აღნიშნულ ნაბიჯს აფრიკის ლიდერების მხრიდან კრიტიკის ფონზე დგამს, რომლებიც სანქციების ნეგატიური გავლენის შესახებ საუბრობენ და რამაც შესაძლოა დეფიციტი გააძლიერა, რომელიც ძირითადად უკრაინაში რუსეთის შეჭრითა და შავ ზღვაში პორტების ბლოკადით იყო გამოწვეული.

შეცვლილი რეგულაციის თანახმად, რომელსაც ევროკავშირის ელჩები 20 ივლისს დაამტკიცებენ, ევროკავშირის ქვეყნებს აქამდე დაბლოკილი ეკონომიკური რესურსების განბლოკვა შეეძლებათ, რომლებსაც წამყვანი რუსი კრედიტორები ფლობენ, როგორიცაა VTB, Sovcombank, Novikombank, Otkritie FC Bank, VEB. Promsvyazbank და Bank Rossiya.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ ფული შეიძლება გამოიყოს მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ასეთი სახსრები ან ეკონომიკური რესურსები აუცილებელია სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების, მათ შორის ხორბლისა და სასუქების შესაძენად, იმპორტისთვის ან ტრანსპორტირებისთვის.

განახლებული სანქციების თანახმად, ევროკავშირი ასევე გეგმავს ხელი შეუწყოს სურსათის ექსპორტს რუსეთის პორტებიდან, რომლის მომსახურებაც ტრეიდერებმა ევროკავშირის სანქციების შემდეგ შეწყვიტეს.

დღის გადაცემები