The New York Times-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ დედაქალაქის 3 მილიონი მცხოვრების ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო.
როგორც ამერიკული მედიასაშუალება წერს, მუნიციპალური მუშები 1000 თბოთავშესაფარს აწყობენ, რომელიც შესაძლოა გაორმაგდეს.
ინჟინრები კი საჭირო აღჭურვილობის გარეშე, რუსი აგრესორების მიერ დაბომბილი ელექტროსადგურების შეკეთებას ცდილობენ.
"ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი განაგრძობს ასეთ თავდასხმებს, ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ მთელი ჩვენი ელექტროსისტემა", - განაცხადა კიევის მუნიციპალური მთავრობის უსაფრთხოების დირექტორმა, რომან ტკაჩუკმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ძალების მიერ კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფართო დაბომბვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40% დაზიანებული ან განადგურებულია.