სტატისტიკის ეროვნულმა სამასახურმა მორიგი საგანგაშო მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ 2020 წლის აგვისტოში საქართველოში ფასების საერთო დონე 4.8%-ით გაიზარდა. ამასთან ყველაზე მეტად ქვეყანაში ფასები უალკოჰოლო სასმელებზე, ხილზე, პურზე და ხრცპროდუქტებზე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებს ადასტურებს ბაზრებში არსებული რეალობაც. მოვაჭრეები ფასების ასეთ ზრდას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.
ქვეყანაში ასრებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ფაქტია რომ მოწყვლადი ჯგუფებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული შემწეობა, რომელიც 250 ლარის ოდენობით განისაზღვრება - მინიმუმზე დაბალია. პენსიონერები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეულ ყოფაზე, საუბრობენ. ხანდაზმულების თქმით, მთავრობის მიერ, გაღებული დახმარება, მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნით.
ქვეყანაში არსებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობენ დარგის ექსპეტები. რამაზ გერლიანის განმარტებით, სახელმწიფოს, ეკონომიკასთან დაკავშირებით ყველაზე არასწორი მიდგომა აქვს არჩეული. თუ ამ მიმართულებით ვითარება არ შეიცვლება დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში ეკონომიკა სრულად ჩამოიშლება.