ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ვაქცინაციის ცენტრი დროებით მას შემდეგ დაიხურა, რაც ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციების აქტივისტები ცენტრის რამდენიმე თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მელბურნში, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, საპროტესტო აქციები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ამის მიზეზი ხელისუფლების განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო ობიექტები 2 კვირით იხურებოდა მანამდე, ვიდრე მშენებლობაზე დასაქმებული არ აიცრებოდნენ. სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და რეზინის ტყვიები გამოიყენეს დ 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ავსტრალიაში 25 მილიონზე მეტი მოქალაქე მკაცრი „ლოქდაუნის“ პირობებში ცხოვრობს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეზღუდვებს მაშინ შეამსუბუქებენ, როდესაც ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად იქნება ვაქცინირებული.
დღის სიახლეები
ავსტრალიაში ვაქცინაციის ცენტრი დროებით დაიხურა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები