24.11.2024 | 22:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ავსტრიის პროკურატურამ სებასტიან კურცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი გადადგომას არ აპირებს. კანცლერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ანტიკორუფციული პროკურატურა გამოძიებას ატარებს,  თანამდებობიდან არ გადადგება. ავსტრიის პროკურატურამ კანცლერ სებასტიან კურცის კონსერვატიული პარტიისა და მისი უახლოესი თანაშემწეების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ტაბლოიდური გაზეთის მიერ სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის მთავრობის ფული კორუფციულ გარიგებაში გამოიყენეს. ეს ფაქტი ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც სებასტიან კურცი „ავსტრიის სახალხო პარტიის“ ლიდერი გახდა, პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა და კურცმა ავსტრიის კანცლერის თანამდებობა დაიკავა. პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის ორ სამინისტროში, რეიდები განხორციელდა,  ჩხრეკა ჩატარდა კანცლერის ოფისშიც.

დღის გადაცემები