დღის სიახლეები
ავღანეთს ქართული ქვედანაყოფები დატოვებენ [ვიდეო]
ნატოს სარდლობამ მიმდინარე წლის სექტემბრამდე ავღანეთიდან საჯარისო შენაერთების ეტაპობრივად გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად ნატოსთან შეთანხმებულად ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქართველმა ჯარსკაცებმა დაამტკიცეს, რომ საქართველოს შეუძლია ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. მან მისიაში მონაწილე ყველა სამხედროს მადლობა გადაუხადა. ამავე საკითხზე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტიც წერს. თემას გამოეხმაურნენ თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებიც.
მსგავსი
დღის გადაცემები