დღის სიახლეები
ავღანეთში, არასამთავრობო ორგანიზაციებში ქალების მუშაობის აკრძალვის გამო, ოთხმა ორგანიზაციამ ქვეყანაში ფუნქციონირება შეაჩერა
ოთხმა დიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "თალიბანის" რეჟიმის გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის თანახმადაც ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა ეკრძალებათ, ავღანეთში მუშაობა შეაჩერა.
ორგანიზაციებმა: "გადაარჩინე ბავშვები", "საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი" , "ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო" და CARE კვირას განაცხადეს, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ეფექტურად დაუკავშირდნენ საჭიროებების მქონე ადამიანებს, თუკი მათთან ქალები არ იმუშავებენ.
აღნიშნული ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია უზრუნველყოფს ჯანდაცვის, განათლების, ბავშვთა დაცვისა და კვების მომსახურებას და დახმარებას.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აეკრძალათ.
მსგავსი
დღის გადაცემები