აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის ზანგილანის რაიონზე გამავალ მონაკვეთზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმააზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სასაზღვრო ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელmწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, სომხური მხარის მიერ განხორციელებული "პროვოკაციის შედეგად", ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ამჟამად, ოპერატიული ვითარება სტაბილურია და ჩვენი ქვედანაყოფების სრული კონტროლის ქვეშაა. სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური მომხდარს სომხური მხარის მორიგ პროვოკაციად აფასებს, რაზედაც პასუხისმგებლობა მთლიანად სომხურ მხარეს ეკისრება", - აცხადებენ აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურში.