24.11.2024 | 22:22
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს  საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს  საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. როგორც აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს დილიდან სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერტერის რაიონს სხვადასხვა მიმართულებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

 

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხეთი  10 ოქტომბერს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარული რეჟიმის უხეშად დარღვევას განაგრძობს. სომხეთი კი შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დილიდან მოწინააღმდეგემ სხვადასხვა მიმართულებით შეტაკებები  განაახლა.

 

 

დღის გადაცემები