დღის სიახლეები
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებმა ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებზე ისაუბრეს [ვიდეო]
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისა და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის მონაწილეობით გაიმართა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, რეგიონში არსებული ახალი რეალობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
მსგავსი
დღის გადაცემები