დღის სიახლეები
აზერბაიჯანში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრებს დღეიდან კოვიდ-პასპორტების წარდგენას მოსთხოვენ [ვიდეო]
აზერბაიჯანში სარკინიგზო და საავტომობილო საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა დღეიდან მხოლოდ ე.წ. კოვიდპასპორტების მფლობელებისთვის იქნება შესაძლებელი. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი ოქტომბრიდან მგზავრებს მოეთხოვებათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით იყვნენ აცრილი, პირველი ნოემბრიდან კი - ორივე დოზით, ხოლო თუ მგზავრებს ეს პასპორტი არ აქვთ, უნდა წარადგინონ მოწმობა, რომ კოვიდ 19-ის მიმართ იმუნიტეტი გააჩნიათ. გამონაკლისი მხოლოდ 18 წლამდე ასაკის პირებს შეეხება. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა 3.7 მილიონს აჭარბებს.
მსგავსი
დღის გადაცემები