24.11.2024 | 19:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ათ დიდ ქალაქში სწავლა დისტანციურად განახლდა [ვიდეო]

საახალწლო არდადეგების  შემდეგ სკოლაში დაბრუნება და ტრადიციულად თანაკლასებელთან სადღესასწაულო ამბების გაცვლა-გამოცვლა წელს უჩველოდ დისტანციურად ხდება. საგანმანათლებლო დაწესებულებები დღეს ქვეყნის მასშტაბით, 10 დიდ ქალაქსა და აჭარის რეგიონში ონლაინ ფორმატში განახლდა. სხვა რეგიონებში მოსწავლეები სასწავლო წელს საკლასო ოთახებში შეხვდნენ,  ჩვენი სიუჯეტის მთვარი გმირი 9 წლის ლილეა, რომელსაც  დისტანციურად სწავლა არ უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ სკოლასა და მეგობრებს მალე დაუბრუნდება.

 

იმ  ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც კოვიდ 19-მა მსოფლიო ჩააგდო სასწავლო პროცესის ნებისმიერ ფორმატში გაგრძელებას დადებით მოვლენად აფასებს თამარ მოსიაშვილი, თუმცა განათლების ექსპერტი იმ პრობლემებსაც ნათლად ხედავს, რომელიც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეექმნათ. სფეროს სპეციალისტი ამ ეტაპზე მდგომარეობის გამოსწორების სწორ გზად სახელმწიფოსა და საზოგადოების მხირდან სამომავლოდ საჭირო ღონისძიებების გატარებას მიიჩნევს.

 

 სკოლაში მიღებული განათლების გარდა, პატარებისა თუ მოზარდების განვითარებისთვის მათი სოციალიზაცია და პასუხისმგებლობის გამომუშავება რომ უმთავრესია, ამაზე ფსიქოლოგები საუბრობენ. ზაზა ვარდიაშვილი გვიყვება, რომ პრაქტიკაში უკვე არსებობს შემთხვევები, როდესაც ხანგრძლივმა დისტანციურმა ურთიერთობებმა ბავშვებზე უარყოფითი გავლენა იქონია.

დღის გადაცემები