დღის სიახლეები
ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა პატიმრობით ისჯება [ვიდეო]
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, არასანქცირებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და სახელმწიფო მოხელეებისთვის შეურაცხყოფის მიყენება პატიმრობით დაისჯება. ახალი კანონის თანახმად, მოქალაქეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ორზე მეტ „უკანონო“ საპროტესტო აქციაში, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. იმ პირებს კი, ვინც „ექსტრემისტულ საქმიანობაში“ მონაწილეობას მიიღებენ, ან „ექსტრემიზმს წაახალისებენ“, 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან. ამასთან, ახალი კანონის თანახმად, 7 წლამდე იზრდება პატიმრობის მაქსიმალური ვადა იმ პირებისთვის, ვინც პოლიციის მიმართ ძალადობას ჩაიდენს ან ძალადობით დაემუქრება.
მსგავსი
დღის გადაცემები