24.11.2024 | 23:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალექსანდრე გოგინავა: "მაიმუნის ყვავილს" ფართომასშტაბიანი პანდემიის გამოწვევის უნარი არ აქვს"

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ კორონავირუსთან შედარებით, "მაიმუნის ყვავილი" რთულად ვრცელდება და მას ფართომასშტაბიანი პანდემიის გამოწვევა არ შეუძლია.

"საქართველოში დადასტურებულ შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობა, როგორც ვიცი, არ იყო მძიმე. საშუალო სიმძიმის პაციენტი იყო და უკვე გამოჯანმრთელებულია. ამ დაავადებას არ აქვს უნარი, რომ ფართომასშტაბიანი პანდემია გამოიწვიოს. ჩვენს ქვეყანაშიც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი პრობლემა შექმნას, როგორც ეს კორონავირუსის დროს იყო", - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

საქართველოში "მაიმუნის ყვავილის" ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

დღის გადაცემები