24.11.2024 | 19:25
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ალუდა ღუდუშაური : "2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი დარიალის ხეობაში ხუნტრუცით აძლევდა რუსებს ვიზებს, თავიანთ წარსულს გადახედონ - ფეხებში ნუ გვედებიან, გაიწიონ"

"2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი დარიალის ხეობაში, ჩრდილოეთ საზღვართან კეკლუცობდა და ხუნტრუცით აძლევდა რუსებს ვიზას, ამის მერე, ბედავენ და სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ თურმე სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს. თავიანთ წარსულს გადახედონ, ფეხებში ნუ გვედებიან," - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.

მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაში საფრთხეები არ არსებობს.

"სასაცილო და კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს, რადგან ქვეყნის მოსახლეობა გულმავიწყი ჰგონიათ. 2008 წლის ომის მძიმე შედეგების შემდეგ, რამდენიმე თვეში, მაშინდელი ხელისუფლების "ტაშ-ფანდურები" და განცხრომაში ყოფნა კი ვნახეთ კარგად. საზოგადოება ჯერ კიდევ შოკიდან არ იყო გამოსული, რომ ქვეყნის მაშინდელი პირველი პირი სააკაშვილი მხარის გუბერნატორთან ერთად დარიალის ხეობაში, ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე კეკლუცობდა, რა დღეში იყო და ხუნტრუცით აძლევდა შემოსვლის ვიზას. ეს ამაზრზენია, ეს ვიდეოები ნახეთ, საზოგადოება ამას ერთმანეთს უზიარებს. ამ ფაქტის მერე, ბედავენ და სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ თურმე სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს. თავიანთ წარსულს გადახედონ, ფეხებში ნუ გვედებიან, გაიწიონ და საშუალება მისცენ ქვეყანას განვითარდეს. არანაირი საფრთხე საქართველოს მომავალს არ ემუქრება," - განაცხადა ღუდუშაურმა.

დღის გადაცემები