დღის სიახლეები
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკელებმა" 207 ადგილი, "დემოკრატებმა" კი 184 მანდატი მოიპოვეს
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკელები" ლიდერობენ. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკელებმა" 207 ადგილი, "დემოკრატებმა" კი 184 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.
რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, "რესპუბლიკელებსა" და "დემოკრატებს" ჯერჯერობით თანაბარი, 48-48 ადგილი აქვთ.
მსგავსი
დღის გადაცემები