დღის სიახლეები
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკელებმა" 211, "დემოკრატებმა" კი 198 მანდატი მოიპოვეს
აშშ-ში ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. CNN-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში "რესპუბლიკელებმა" 211 ადგილი, "დემოკრატებმა" კი 198 მანდატი მოიპოვეს. 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება.
რაც შეეხება სენატს, სადაც წელს კენჭს უყრიან მანდატების დაახლოებით მესამედს, "რესპუბლიკელებს" 49, "დემოკრატებს" კი 48 მანდატი აქვთ. "დემოკრატებს" სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად 50 მანდატი სჭირდებათ, ვინაიდან ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დამატებითი ხმის უფლებით სარგებლობს.
მსგავსი
დღის გადაცემები