ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ეს განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა.ფსაკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტები სწავლობენ მონაცემებს იმის დასადგენად, ჩაერია თუ არა რუსეთი 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ასევე განიხილება სანქციების დაწესება ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის საქმის გამოც.
თეთრ სახლში შესვლის შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ითანამშრომლებს რუსეთთან იმ საკითხებში, სადაც ეს ამერიკის ინტერესებს შეესაბამება, მაგრამ არ შეეგუება „მოსკოვის აგრესიულ ქმედებებს“. ამის შემდეგ ბაიდენმა რუსეთს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, კრემლი ევროკავშირის შესუსტების მცდელობებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ არასოდეს აღიარებს ყირიმის ანექსიას.