დღის სიახლეები
ამერიკაში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაიწყეს
კორონავირუსით ყველაზე დაზარალებულ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებით მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. კომპანია Pfizer-სა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის, მიერ შექმნილი ვაქცინით, პირველ რიგში მედიკოსები და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები აიცრებიან. პირველ დღეს ვაქცინა 145 მობილურ ამბულატორიას მიეწოდება. პრეპარატის ტრანსპორტირებისთვის ლოჯისტიკის რთული პირობები იყო შესასრულებელი - ერთ-ერთი მათგანი ვაქცინის -70 გრადუს ტემპერატურაზე შენახვაა. მარტის ბოლომდე, სავარაუდოდ, 100 მილიონზე მეტი ადამიანი იქნება იმუნიზირებული.
მსგავსი
დღის გადაცემები