24.11.2024 | 22:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ამერიკელი გენერლები მიიჩნევენ, რომ ავღანეთის კოლაფსი აშშ-თალიბანის დოჰაში გაფორმებულმა შეთანხმებამ დააჩქარა [ვიდეო]

ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ ავღანეთის კოლაფსი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და „თალიბანს“ შორის 2020 წლის თებერვალში დოჰაში გაფორმებულმა შეთანხმებამ დააჩქარა.  ამის შესახებ განცხადება გენერლებმა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე გააკეთეს. გენერალ ფრენკ მაკკენზის განცხადებით, დოჰას შეთანხმებამ ძლიერი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა ავღანეთის მთავრობაზე, რადგან დოკუმენტში განსაზღვრული იყო ჯარის გაყვანის თარიღი და მათ გაუჩნდათ მოლოდინი, რომ იმ დროიდან ყველა დახმარება შეუწყდებოდათ. გენერლის განმარტებით, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ აპრილში დაანონსებული ჯარის შემცირება ბოლო წვეთი იყო ავღანეთის მთავრობისა და შეიარაღებული ძალებისთვის. მოსაზრებას თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინიც დაეთანხმა და განაცხადა, რომ დოჰაში მიღწეულმა შეთანხმებამ „თალიბანი“ გააძლიერა.

დღის გადაცემები