დღის სიახლეები
ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი შეშფოთებას გამოთქვამს "ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - ანდრეი ერმაკის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის გამო"
ამერიკელი კონგრესმენი ვიქტორია სპარცი ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კიდევ ერთი წერილით მიმართავს და მოუწოდებს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე გაამახვილოს ყურადღება.
სპარცი შეშფოთებას გამოთქვამს "ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის - ანდრეი ერმაკის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის გამო".
ვიქტორია სპარცი: "ბოლო ზეწოლის შედეგად კიევმა საბოლოოდ გააგრძელა ალექსანდრე კლიმენკოს ანტიკორუფციულ პროკურორად დანიშვნის პროცესი - მას შემდეგ, რაც ოლეგ ტატაროვმა (ერმაკის დანიშნულმა პირმა) იგი თითქმის ორი წელი გააჩერა, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და გენერალური პროკურორის მხრიდან დამატებით ქმედებებს მოითხოვს. ასევე, კიევმა ცოტა ხნის წინ გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადააყენა ირინა ვენედიქტოვა. როგორც ჩანს, ბატონმა ერმაკმა შესაძლოა, სცადოს პარტიული პროკურორის დანიშვნა ზელენსკის საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით და ამით ეფექტიანად შეფერხდეს ბატონი კლიმენკოს მუშაობა.
ერთ-ერთი საკითხი წამოჭრა აშშ-ის ლიცენზირებულმა თავდაცვის კონტრაქტორმა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დენის შარაპოვთან დაკავშირებით. ის ერმაკის მიერ მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა.
ცნობილია, რომ ბატონი შარაპოვი არის ანდრეი ერმაკის, ბორის ერმაკისა (ანდრეის მამა, რომელიც პენსიაზე გავიდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიდან) და რუსეთის მოქალაქე რახამიმ ემანუილოვის ბიზნესპარტნიორი, რომელსაც ადრე კონტაქტები ჰქონდა ირანთან და ავღანეთთან, ახლა კი - ვლადიმერ პუტინთან".
მსგავსი
დღის გადაცემები