დღის სიახლეები
ამერიკელი სენატორები 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურებიან [ვიდეო]
ამერიკელი სენატორები „ქართული ოცნების“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ეხმაურებიან. შეერთებული შტატები ევროკავშირთან პარტნიორობით ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, რათა მრავალპარტიული შეთანხმება მომხდარიყო. სენატორები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტია მნიშვნელოვან წილად ვალდებულია, პოლიტიკური უთანხმოება გვერდით გადადოს და განახორციელოს მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რომელიც სარგებელს ყველას მოუტანს. ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ხელისუფლებას ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ. დოკუმენტს ხელს აწერენ: ჯინ შაჰინი, რონ ჯონსონი , ჯიმ რიში, ბენ კარდინი, რობ პორტმანი კრის ვან ჰოლენი და ჯონ ბარასო.
მსგავსი
დღის გადაცემები