პენტაგონი შავი ზღვის აუზში გააქტიურდა. შავი ზღვის ტურნეს ფარგლებში ყურადღება აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე და უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. თუმცა, მახვილ ყურს განცხადებებს შორის ქვეტექსტები არ გამოეპარებოდა. ლოიდ ოსტინი 3+3 ფორმატსაც შეეხო და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა. იქნება თუ არა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური აქტივობის განმსაზღვრელი ამერიკული მესიჯები, რთული გამოსაცნობი არ არის. ნათელია, ისიც, რომ ოსტინის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცებაა, რომლებსაც რუსეთთან ურთიერთობაში ბზარი აქვთ. ვიზიტს დაემთხვა, გუშინ, რუსეთსა და ჩრდილო ატლანტკიკური ალინსს შორის ურთიერთობის გამწვავება და ნატოში მოსკოვის დიპლომატიური მისიის დასრულებაც.
კასპიის და შავი ზღვის რეგიონის ბრძოლა ასე აფასებს ოსტინის ვიზიტს მამუკა არეშიძე. ანალიტიკოსი ნათლად ხედავს, რომ ეს სტუმრობა მხოლოდ ნატოში გაწევრიანების შანსებს არ ემსახურება და ამერიკას საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მიმართ, გარკვეული მიზნები აქვს.
რუსეთ-ამერიკის დაპირპისპირების ფონს უკავშირებს საქართველოში აშშ-ს გააქტიურებას დემურ გიორხელიძე. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამ ბრძოლაში ერთ-ერთი ინსტურმენტის ფუნქცია აქვს.
ლოიდ ოსტინის ვიზიტს საერთაშორისო მედიის კრიტიკაც მოჰყვა. ამერიკულ გამოცემებში აღნიშნავენ, რომ საქართველოსთან უსაფრთხოების ექვსი წლით გახანგრძლივება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს.