24.11.2024 | 22:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ანგელა მერკელი - გერმანია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობის მხარდაჭერას განაგრძობს [ვიდეო]

გერმანიის ფედერალური მთავრობა გააგრძელებს მხარი დაუჭიროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში - ამის შესახებ ანგელა მერკელის მიერ ნიკოლ ფაშინიანისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, სადაც გერმანიის კანცლერი სომხეთის პრემიერს თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავს.

„გერმანია მზადაა სომხეთის რესპუბლიკას, როგორც საიმედო პარტნიორს, რეფორმების გზაზე ხარი დაუჭიროს,“ - აღნიშნულია მისალოც წერილში. შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად 2 აგვისტოს დაინიშნა.

დღის გადაცემები