ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა დანიასა და აშშ-ს მოუწოდეს, გააკეთონ განმარტებები მაღალჩინოსნებზე ჯაშუშობის სკანდალთან დაკავშირებით. საუბარია, მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, დანიის სამხედრო დაზვერვის სამსახურის დახმარებით, 2012-2014 წლებში ევროპელ მაღალჩინოსნებზე მიყურადებას აწარმოებდა. მაკრონის თქმით, მოკავშირეების თვალთვალი მიუღებელია და ისინი სრულ ღიაობას მოელიან დანიური და ამერიკული მხარისგან. გერმანიის კანცლერის თქმით კი, მეგობრებზე ჯაშუშობა მიუღებელია. ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა აღნიშნული განცხადება ფრანგულ-გერმანული მინისტერიალის საბჭოს სხდომის ფარგლებში გააკეთეს, რომელსაც მერკელი კანცლერის რანგში ბოლოჯერ დაესწრო. აღსანიშნავია, რომ 16 წლიანი მმართველობის შემდეგ, მერკელი კანცლერის პოსტს სექტემბერში დატოვებს.
დღის სიახლეები
ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ფარულ თვალთვალთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებებს ითხოვენ [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები