ანგელა მერკელის პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” ქვეყნის ორ მნიშვნელოვან რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა. გავრცელებული ინფორმაციით, რაინლანდ-პფლაცში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს, ბადენ-ვიურტემბერგში კი მწვანეთა პარტია. მათ ხმათა 31.4 პროცენტი მოიპოვეს, მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას კი 23.4 პროცენტი ერგო. არჩევნების წინ „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ რეიტინგი კორუფციულმა სკანდალმა შეამცირა, რომლის გამოც თანამდებობა კანცლერის ფრაქციის სამმა დეპუტატმა დატოვა. ისინი პირბადეების შესყიდვასთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს. თავად ანგელა მერკელი, რომლის ბოლო ვადის დასრულებამდე სულ რაღაც 6 თვეა დარჩენილი, კვლავ პოპულარულია. თუმცა, აღნიშნულ ორ რეგიონში ჩატარებული არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ სექტემბერში დაგეგმილ ფედერალურ არჩევნებში, როდესაც ქვეყანამ ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს” არცთუ კარგი შანსები აქვს.
დღის სიახლეები
ანგელა მერკელის პარტია ორ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებში დამარცხდა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები