24.11.2024 | 23:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა მოვიწვიოთ რუსეთის მიერ ანექსირებული ნაწილების გარეშე [ვიდეო]

დასავლელი დიპლომატები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს, ისევ ტერიორიული მთლიანობის გარეშე განიხილავენ. მსგავსი განცხადებები, არაერთხელ გაჟღერებულა ევროატლანტიკური ალიანსის თავმჯდომარეებისა თუ წევრების მხრიდან. ამჯერად აქცენტი, ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკეთა. 

"მიმდინარე კვირაში ყველა შეხვედრაზე და ზაფხულში, მადრიდის ნატოს სამიტზეც რუსეთს ძალიან მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ, რომ ეს ორი ასპირანტი ქვეყანა, უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ეს შეგვიძლია გერმანული მოდელით გავაკეთოთ. ჩვენ უნდა მოვიწვიოთ საქართველო და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ნაწილების გარეშე. მადრიდის სამიტი დაადასტურებს აუცილებლად ღია კარის მიდგომას, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულებას და შემდგომი გაფართოების მიმართ ნატოს ურყევ და მტკიცე პოზიციას"- განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

დღის გადაცემები