რუსეთსა და აზიას შორის დინამიურად განვითარებადი ურთიერთობები არის პოლიტიკური და ეკონომიკური "კოშმარი“ დასავლეთისთვის, რომელიციცავს ანტირუსულ ხაზს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ განაცხადა.
"დასავლეთისთვის მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური კოშმარი მისი სტრატეგიული ანტირუსული ხაზის ფარგლებში არის ჩვენი დინამიურად განვითარებადი ურთიერთობები აზიასთან იმისდა მიუხედვად ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფონზე ხორციელდება, თუ სხვა ღრმა მოტივებიდან მომდინარეობს," - აღნიშნა რუდენკომ.
მისი თქმით, თანამედროვე მსოფლიოს არ სურს "დასავლეთის მიერ დაწესებული თამაშის წესების დაცვა".
"პოზიტიურად ორიენტირებული ქვეყნები არ ჩქარობენ ახალ დახურულ "ერთმოაზროვნე ადამიანთა კოალიციებში“ ჩარიცხვას, არ აპირებენ თავიანთი რესურსების ბლოკის სქემებზე გაფლანგვას და ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ამბიციების გამოკვება", - აღნიშნა რუდენკომ.