დღის სიახლეები
"ანორთოსისის" მწვრთნელი საკუთარი გუნდის ფეხბურთელთან არასპორტულად მოქცევისათვის დააჯარიმეს [ვიდეო]
თემურ ქეცბაია ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. "ანორთოსისის" მწვრთნელი საკუთარი გუნდის ფეხბურთელთან არასპორტულად მოქცევისათვის დააჯარიმეს. სადისციპლინო რეგლამენტის მეოთხე პუნქტიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციამ ომონიასთან მატჩის დროს, 28-ე და 34-ე წუთებზე ფეხბურთელის მიმართ არასპორტული ქმედება შენიშნა. ლარნაკა სპორტის ცნობით, ეს უცნაური და იშვიათი "განაჩენია". შეგახსენებთ, რომ ქეცბაიას სანქციები ემოციური ქმედებების გამო ბოლო პერიოდშ რამდენჯერმე დაუწესეს. ერთხელ იმის გამო, რომ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებზე კომენტარს არ აკეთებდა, შემდეგ კი თორნიკე ოქრიაშვილთან ინციდენტისათვის.
მსგავსი
დღის გადაცემები