24.11.2024 | 21:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ანრი ოხანაშვილი: "ვაშაძე და ჯაფარიძე ახლა უკვე ქვეყნის გარეთ დადიან და სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან, რაც სამარცხვინო საქციელია"

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ახლა უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ დადიან და ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას, კამპანიას ეწევიან. მისივე თქმით, ეს სამარცხვინო საქციელია.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, არჩევნებზე საზოგადოება მათ საკადრის პასუხს გასცემს.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ბრალს სდებენ, თითქოს ჩვენ ევროპისაკენ არ მივისწრაფვით. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები არიან და მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვთ. მათ საზოგადოებასთან მისვლისა და მათგან მხარდაჭერის მიღების რესურსი არ აქვთ. ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციასა და კამპანიას ეწევიან, რაც სამარცხვინო საქციელი, ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ საბოტაჟია. როცა არჩევნები შედგება, საზოგადოება მათ მორიგ საკადრის პასუხს გასცემს. ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ და პროპაგანდას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ეწევიან, სადებატო არაფერი გვაქვს" – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში 19-21 ოქტომბერს გამართულ ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შანსი არსებობს, თუმცა დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება.

დღის გადაცემები