დღის სიახლეები
ანსამბლ "ერისიონს" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა ექნება [ვიდეო]
კულტურის სამინისტროს ძალისხმევით ანსამბლ "ერისიონს" თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა ექნება. შენობაში 80 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, სარეპეტიციო სივრცეები, ხმის ჩამწერი სტუდია და შოუ პროგრამებზე მორგებული განათება-გახმოვანება მოეწყობა. პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 14 მილიონი ლარია. კულტურის სამინისტროში გამართულ ღონისძიებას თეა წულუკიანი, „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მსგავსი
დღის გადაცემები