დღის სიახლეები
ანსამბლ "რუსთავის" მოცეკვავემ, ქორეოგრაფმა და დუბლიორმა ლაშა მძინარაშვილმა Taurus World Stunt Awards-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორია"
ანსამბლ "რუსთავის" მოცეკვავემ, ქორეოგრაფმა და დუბლიორმა ლაშა მძინარაშვილმა მსოფლიო კასკადიორთა ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ დაჯილდოების ცერემონიალზე, Taurus World Stunt Awards-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში "საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორია".
ლაშა მძინარაშვილი არის პირველი ქართველი ქორეოგრაფი და მოცეკვავე, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
მან რეჟისორ მეთიუ ვონის ფილმში The King’s Man მთავარი საბრძოლო სცენა დადგა და ქართული ცეკვის ელემენტები ჰოლივუდში წარადგინა. გამორჩეული ქორეოგრაფიით კი ჟიურის, მსოფლიო კინო ინდუსტრიის პროფესიონალების და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
მსგავსი
დღის გადაცემები