24.11.2024 | 19:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ანტონიო გუტერეში რუსეთ-უკრაინის ომზე: "მსოფლიო უფრო ფართო ომისკენ მიემართება"

მშვიდობის პერსპექტივები მცირდება, შემდგომი ესკალაციისა და სისხლისღვრის შანსები კი სულ უფრო იზრდება, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

"ვშიშობ, რომ მსოფლიო უფრო ფართო ომისკენ არა ძილის მდგომარეობაში მიემართება, არამედ ამას ფართოდ გახელილი თვალებით აკეთებს", - აღნიშნა გუტერეშმა.

გუტერეშმა მშვიდობის სხვა საფრთხეებზეც ისაუბრა, მათ შორის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე, ავღანეთზე, მიანმარზე, საჰელსა და ჰაიტიზე.

"თუ ყველა ქვეყანა შეასრულებს [გაერო-ს] წესდებით ნაკისრ ვალდებულებებს, მშვიდობის უფლება გარანტირებული იქნება," - აღნიშნა გუტერეშმა.

დღის გადაცემები