აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი აცხადებს, რომ ამერიკის ხელისუფლება რუსეთის მიმართ პოლიტიკაში კვლავ ცივი ომის ლოგიკით ხელმძღვანელობს.
მისივე თქმით, ათწლეულების განმავლობაში აშშ უკრაინაში ანტირუსული დასაყრდენის შესაქმნელად მიზანმიმართულად მუშაობდა.
"უკრაინის მოვლენების საბაბით აშშ-ის ადმინისტრაცია ანადგურებს რუსეთს შორის ორმხრივ კავშირებს და ევროპა მთლიანად ხდება ვაშინგტონზე დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ათწლეულების განმავლობაში, შეერთებული შტატები მიზანმიმართულად მუშაობდა უკრაინის ტერიტორიაზე ანტირუსული დასაყრდენის შესაქმნელად. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში პირდაპირი ჩარევის საშუალებით ამერიკელებმა ისიც კი მოახერხეს, რომ სკოლის მოსწავლეებს ყველაფერი რუსული შეაზიზღეს", - განაცხადა ანტონოვმა.