24.11.2024 | 23:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
“არა ომს” ლოზუნგით რომში მსვლელობა გაიმართა

"არა ომს. არა იარაღის გაგზავნას", - ამ ლოზუნგებით ათიათასობით იტალიელმა რომში მსვლელობა გამართა.

საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, აქციის მონაწილეები უკრაინაში მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოვიდნენ. ამასთან, მათ იტალიის მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტონ უკრაინისთვის რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად იარაღის გაგზავნა.

როგორც მედიასაშუალბა წერს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მიეცით მშვიდობას შანსი".

რომის პოლიციამ იტალიურ მედიას განუცხადა, რომ სამშვიდობო აქციას დაახლოებით 30 000 ადამიანი ესწრებოდა.

"შეხედეთ ფაქტებს: იარაღის გაგზავნა არ უწყობს ხელს ომის შეჩერებას, იარაღი ხელს უწყობს ომის გამწვავებას", - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, იტალია უკრაინას ომის დაწყებიდანვე უჭერს მხარს, მათ შორის იარაღის მიწოდების კუთხით. ახალმა ულტრამემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა განაცხადა, რომ ეს არ შეიცვლება და მალე ოფიციალური რომი კიევს მეტი იარაღს გაუგზავნის.

დღის გადაცემები