დღის სიახლეები
არასრულწოვნებზე ზეწოლა და მოწყალების თხოვნის იძულება [ვიდეო]
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისში ერთი პირი დააკავეს. ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა არასრულწლოვნებს და მათზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. უწყებამ, აუდიო მასალაც გაავრცელა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი
დღის გადაცემები