დღის სიახლეები
არგენტინას საბუთებში "განუსაზღვრელი სქესის" ნიშანი შემოაქვს [ვიდეო]
არგენტინა ლათინურ ამერიკაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პირადობის მოწმობის გაცემა სქესის მითითების გარეშე დაუშვა. დოკუმენტის შედგენისას პირებს სამი ვარიანტიდან ერთ-ერთის არჩევის საშუალება ეძლევათ - ქალების პირადობის დოკუმეტში ჩაიწერება F (ეფი), მამაკაცის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში - ლიტერი M (ემი), ხოლო განუსაზღვრელი სქესის პირების დოკუმენტში X ( იქსი) აღინიშნება. არგენტინა მსოფლიოში სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ლიდერობს. გარდა ამისა, ქვეყანაში ტრანსგენდერი პირებისთვის სამუშაო ადგილების კვოტებია გამოყოფილი.
მსგავსი
დღის გადაცემები