არჩევნები კომედიური ჟანრიდან და დაუჯერებელი შედეგები. 100-ზე მეტი პროცენტი, რომელიც ცესკომ ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე, მმართველი გუნდის კანდიდატებს ყველა ოლქში დაუწერა. პირველი ტურის მსგავსად, საოლქო კომისიის წევრებმა ბალანსი ოქმებში ვერც ამჯერად დასვეს. ისევ აქტუალური იყო გადასწორებული შემაჯამებელი ოქმები. შედეგად, სოზარ სუბარს ცესკომ ოფიცალურ გვერდზე 164%, ირაკლი ჩიქოვანს 118.8%, ანზორ ბოლქვაძეს 105. 15%, ნინო ლაცაბიძე 104. 22 %, დავით სერგეენკო 105. 03 %, ნოდარ ტურძელაძე 105. 98 % დაუწერა. თუმც ეს მხოლოდ ნაწილია. ანალოგიური სურათი იყო ყველა ოლქში. მოგვიანებით ცესკოს საიტზე მონაცემები გასწორდა. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში პროცენტული უზუსტობა ტექნიკური ხარვეზით ახსნეს. სპეციალურ ბრიფინგზე გარე ჩარევაც არ გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ ფაქტზე მოკვლევა მიმდიანრეობს.
დღის სიახლეები
არჩევნები კომედიური ჟანრიდან და დაუჯერებელი შედეგები
მსგავსი
დღის გადაცემები