24.11.2024 | 21:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ასლან ბჟანია - "აფხაზეთს სანქციების არ ეშინია - მზად ვართ, რუსეთში საქონლის პარალელური იმპორტის პლატფორმა გავხდეთ, ორი პორტი გვაქვს"

აფხაზეთი მზად არის, დასავლური სანქციების შემოღების ფონზე, რუსეთში საქონლის პარალელური იმპორტის პლატფორმა გახდეს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც სახელმწიფოთა მნიშვნელოვანმა რაოდენობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი გამოაცხადა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ტერიტორია შეიძლება გამოყენებულ იქნას პარალელური იმპორტის განსახორციელებლად. ჩვენ გვაქვს ორი პორტი, გვაქვს გასასვლელი სხვა სახელმწიფოებთან", - განაცხადა ბჟანიამ.

მისი თქმით, აფხაზეთს სანქციების არ ეშინია.

"თქვენ იცით, რომ აფხაზეთი არაერთმა სახელმწიფომ აღიარა, ჩვენთვის მთავარია, რომ რუსეთმა გვაღიარა. ჩვენ არ გვეშინია არანაირი სანქციების. პირიქით, ეს სირთულეები გვაახლოებს", - აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა.

დღის გადაცემები