24.11.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
აშშ აპირებს სანქციების დაწესებას ირანისა და ყველა მესამე მხარის წინააღმდეგ, რომლებიც ომში რუსეთს დაეხმარნენ - Politico

აშშ აპირებს სანქციების დაწესებას ირანისა და ყველა მესამე მხარის წინააღმდეგ, რომლებიც ომში რუსეთს დაეხმარნენ, - ამის შესახებ გამოცემა Politico აშშ-ის ოფიციალურ, ანონიმურ, წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თეირანი გააფრთხილა, რომ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვისგან თავი შეიკავოს. 

"თუ ირანი რუსეთისთვის დრონების მიყიდვას გააგრძელებს, განიხილება სანქციების დაწესების ვარიანტიც. ეს შეზღუდვები შესაძლოა, დაწესდეს ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ მსოფლიოში, რომელიც ან ყიდის მასალებს ირანში, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უპილოტო საფრენი აპარატების ან ბალისტიკური რაკეტების დამზადებაში. ჩვენ აუცილებლად დავუწესებთ სანქციებს ყველას, ვინც ეხმარება ირანელებს დაეხმარონ რუსებს უკრაინელების მოკვლაში" - განაცადა ანონიმურმა წყარომ.

დღის გადაცემები